- ივნისი 08, 2026
გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო
- მარტი 21, 2025
- , პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო. "გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება. განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 018 ლარი გამოეყოფა. განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა",_ ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.