შაბათი, ივლისი 18, 2026

გურამ თუშიშვილმა ავსტრიის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა


გურამ თუშიშვილმა ავსტრიის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ასევე მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ტურნირზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, მაგარამ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა და შეჯიბრის გამარჯვებული 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა. ავსტრიაში დასრულებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა. წყარო: 1tv.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია