- ივნისი 08, 2026
გურამ მაჭარაშვილის სახელობის ტურნირი გურიაში
- თებერვალი 27, 2023
- , პოლიტიკა
26 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, მსოფლიო თასის მფლობელის გურამ მაჭარაშვილის სახელობის ტურნირი 2010 - 2012 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა. საჭიდაო ასპარეზობაში გურიის რეგიონიდან 120-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. რეგიონულ ტურნირში თავი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა გამოიჩინეს. პირველ ადგილს, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, რვა მოსწავლე დაეუფლა. მეორე ადგილს _ შვიდი მოსწავლე, ხოლო მესამე ადგილზე ხუთი სპორტსმენი გავიდა. ზუსტი სია გამარჯვებულებისა, ასეთია: კახაბერ აბაშიძის მოსწავლეები: დათუნა დოლიძე (23კგ), რომანოზ თოიძე (29კგ), დავით მატკავა (35 კგ), მალხაზ კეკელიძე (38 კგ), ცეცხლაძე მათე (41კგ), დათა ქილიფთარი (48 კგ), დავით მხეიძე (55 კგ), ნიკოლოზ ჯოგლიძე (85 კგ). ირაკლი მათითაიშვილი (35 კგ), დავით ცინარიძე (26 კგ), ნიკოლოზ ჩხარტიშვილი (35 კგ), გიორგი გორდელაძე (44 კგ), რაზმიკ ოვეიანი (62 კგ), ნიკოლოზ მექვაბიშვილი (57 კგ), ნიკოლოზ მექვაბიშვილი (67 კგ). გაბრიელ ავალიანი (29 კგ), მათითაიშვილი გიორგი (35 კგ), გიორგი კუტალაძე (41 კგ), ნიკოლოზ კუპრაძე (52 კგ). ქემალ ხარაბაძის მოსწავლეები : თორნიკე ქათამაძე (44 კგ), გაგა მიქელაძე (62 კგ). ალეკო ვანაძე (32კგ). ლუკა ხარაბაძე (23 კგ), დიმა რომანაძე (26 კგ), გოჩა ქათამაძე (32 კგ), ანრი შანაძე (35 კგ), ბექა მურვანიძე (49 კგ), ქემალ ჭელიძე (55 კგ), ომარ ვაშაყმაძე (55 კგ). გურამ აბაშიძის მოსწავლეები: სანდრო აბრალავა (75 კგ), ნიკოლოზ თევზაძე (41 კგ). ნიკოლოზ ჩხაიძე (41 კგ), სანდრო სურმანიძე (62 კგ). რევაზ ლომაძისა და შაკო თოდრაძის მოსწავლეები: გურამ სირაძე (49 კგ). საბა ლომაძე (38 კგ), ელიზბარ ვასაძე (26 კგ). ლაშა გუჯაბიძის მოსწავლეები: დავით გეგეჭკორი (26 კგ), საბა მიქაძე (32კგ). ლუკა თოხაძე (29 კგ), ბექა თოდრაძე (35 კგ). ნიკა თოხაძე (29 გკ), გიორგი მემანიშვილი (38 კგ). ლაშა ქადეიშვილის მოსწავლე გიორგი სარდლიშვილი (62 კგ). ეს იყო ნამდვილი მედლების ცვენა, _ თქვეს ტურნირის შემდეგ. ვულოცავთ დღესაც მოქმედ მწვრთნელს, ბატონ გურამ მაჭარაშვილს ამ საზეიმო გამარჯვებების ტურნირს, რომელიც მისი სახელობის იყო და მისსავე დიდ დამსახურებაზე მიუთითებს.