- ივნისი 08, 2026
გურამ კიკვაძე, რომელსაც მთელი ჩოხატაური გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
- იანვარი 23, 2024
- , პოლიტიკა
გურამ კიკვაძე, რომელსაც მთელი ჩოხატაური და არამარტო ჩოხატაური, გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის წევრი ავრცელებს. "ჩემო თბილო და ტკბილო მა როგორ წარსულში როგორ ვისაუბრო შენზე ჩვენ ხომ რძალ-მამამთილი არ ვიყავით მა. შვილოს და ქეთუშას გარდა ხო არ მეძახდი არაფერს. თეკოს რა ვუთხრა მის ბაბუზე. ბავშვებს რა ვუთხრა, როგორი ბაბუა აღარ ყავთ. _ წერს გარდაცვლილის რძალი ქეთი ომანაძე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კოპიტნართან. მგზავრებით სავსე მიკროავტობუსს, რომელსაც გურამ კიკვაძე მართავდა, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გურამ კიკვაძე უმძიმესი მდგომარეობით, ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, თუმცა, ექიმებმა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლეს. გურამ კიკვაძე "გურია ნიუსის" ერთგული მეგობარი და გულშემატკივარი იყო. მწუხარებით თანავუგრძნობთ ოჯახს ამ მწუხარებაში. არასოდეს დაგვავიწყდები, გურამ!