შაბათი, ივლისი 18, 2026

გუნდი წელსვე ზედა ლიგაში დაბრუნებას შეძლებს -„გურიას“ ოპტიმისტური განაცხადი


გუნდი წელსვე ზედა ლიგაში დაბრუნებას შეძლებს -„გურიას“  ოპტიმისტური განაცხადი

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურია“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომ კლუბი შეკრებას 25 იანვრიდან გეგმავს. აქვე ვკითხულობთ, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს გამოცდილ ფეხბურთელებთან, რომლებსაც მთავარ ლიგაში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ -„ზოგიერთ მათგანს, ვისთანაც მათ შორის შეთანხმება მიღწეულია, ევროტურნირებზეც უთამაშია. ახალწვეულების წარდგენა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მოხდება“. აქვე „გურიას“ ადმინისტრაცია ოპოტიმისტურ განაცხადსაც აკეთებს და აანონსებს, რომ გუნდი წელსვე ზედა ლიგაში დაბრუნებას შეძლებს - „გაკეთდება, ფაქტობრივად, ლიგა-2-ის გუნდი, რომელიც გაისად ზედა ლიგაში თამაშისთვის იქნება მზად“.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია