- ივნისი 08, 2026
გომისმთაზე “მაგთის” ანძას მეხი დაეცა
- ივნისი 01, 2021
- , პოლიტიკა
დაბა გომისმთიდან “გურია ნიუსს“ აცნობეს, რომ “მაგთის“ ანძას მეხი დაეცა. „ღამით მაგთის ანძას მეხი დაეცა და გათიშა. დავრეკეთ მაგთის ოფისში და დაგვპირდნენ ამოვალთო“,_ გვეუბნებიან ადგილიდან. ამ ეტაპზე გომისმთაზე რამდენიმე ადამიანი იმყოფება. ჯერ გომისმთის სეზონი არ გახსნილა. ბოლო ინფორმაციით, ასევე მთაზე ასვლაზე შეზღუდვებია, რადგან დაწყებულია გზის მშენებლობა.