შაბათი, ივლისი 18, 2026

გოდერძის უღელტეხილზე თოვს- რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა


გოდერძის უღელტეხილზე თოვს- რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თოვლის გამო გოდერძის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა. "თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანპორტის მოძრაობა თავისუფალია",_ ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია