შაბათი, ივლისი 18, 2026

გიორგი სიორიძის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ


გიორგი სიორიძის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ

პარტია “ლელოს“ დამფუძნებელი გიორგი სიორიძე შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხუთმა პარტიამ („ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები “, „ევროპელი დემოკრატები“) სიორიძის კანდიდატურა ცესკოს უკვე წარუდგინეს. “გურია ნიუსი“ გიორგი სიორიძეს დაუკავშირდა. “წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას გიდასტურებთ. ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით ცესკოში“,_ გვითხრა გიორგი სიორიძემ. “გურია ნიუსი“ მოპოვებული ინფორმაციით ცესკოში დღეს ჩანიშნულია სხდომა და სწორედ სხდომის მსვლელობის დროს გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კომისიის წევრები. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია