შაბათი, ივლისი 18, 2026

გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი მინდაძემ თქვა, რომ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას სხვა დაპატიმრებული პირების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია