შაბათი, ივლისი 18, 2026

გიორგი გახარია: ეს იყო პოლიტიკური შურისძიება


გიორგი გახარია: ეს იყო პოლიტიკური შურისძიება

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თავდასხმის შესახებ პოსტს აქვეყნებს. "მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც. მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან",_ წერს გიორგი გახარია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია