შაბათი, ივლისი 18, 2026

გიორგი ცაგარეიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება


გიორგი ცაგარეიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე განაცხადა, გიორგი ცაგარეიშვილი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, რამდენადაც ეს თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან დღის წესრიგში დადგა მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია