- ივნისი 08, 2026
გიორგი ახობაძის საქმის განხილვა დასრულდა
- ივლისი 25, 2025
- , პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. როგორც ცნობილია, განაჩენი ორშაბათს, 28 ივლისს, 10:00-ზე გამოცხადდება. საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს. ინფორმაციისთვის, გიორგი ახობაძე უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყების პირველივე დღეებში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს – ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.