შაბათი, ივლისი 18, 2026

ღამით ხარკოვის რეგიონი დაბომბეს


ღამით ხარკოვის რეგიონი დაბომბეს

ხარკოვის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის პროკურატურა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 5 ივლისის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ხარკოვის რამდენიმე სოფელზე. "ხარკოვის ოლქის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაიწყო წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). გამოძიების ინფორმაციით, 5 ივლისს ღამით, რუსმა სამხედროებმა ჩუგუივის რაიონის სოფელ ბელი კოლოდიაზზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაიჭრა 45 და 37 წლის ორი მშვიდობიანი მამაკაცი. ოკუპანტებმა ღამით დაბომბეს ქალაქი ვოვჩანსკიც: სკოლა დაზიანდა. 5 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, სოფელ კოზაჩა ლოპანში დაბომბვის შედეგად 48 წლის ქალი დაშავდა. ის საავადმყოფოში მოათავსეს. 4 ივლისს, დაახლოებით 21:50 საათზე, სოფელ კურივლკაში სროლის შედეგად 58 წლის ქალი დაშავდა. დაბომბვას არტილერია ახორციელებდა. მონაჩინოვკაში საცხოვრებელი და კომერციული შენობები დაზიანდა. 4 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, რუსმა სამხედროებმა სოფელი უდა დაბომბეს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილი",_ ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია