შაბათი, ივლისი 18, 2026

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი ჰორსტ კელერი გარდაიცვალა


გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი ჰორსტ კელერი გარდაიცვალა

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი ჰორსტ კელერი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება DW. ის ბერლინში 31 იანვარს, ხანმოკლე, თუმცა მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. კელერი გერმანიის პრეზიდენტის პოსტს 2004-2010 წლებში იკავებდა. 2010 წელს ის მოულოდნელად გადადგა. მანამდე ის იკავებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას (2000-2004 წლები). გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კელერის გარდაცვალებით გერმანიამ დაკარგა თავის საქმის ერთგული პოლიტიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უფრო სამართლიანი სამყაროსთვის იბრძოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია