- ივნისი 08, 2026
„გენიალური გამოსავალი“
- ივლისი 07, 2024
- , პოლიტიკა
ირაკლი აბაშიძე ლენინგრადში პოეტთა დელეგაციას გზავნის. მოსაგვარებელი დარჩა მთავარი საკითხი – ვის დაავალოს დელეგაციის ხელმძღვანელობა. დელეგაციაში ორი “წონიანი პოეტია”, ალიო მირცხულავა და კარლო კალაძე. იფიქრა, იფიქრა და ხონურ-გენიალურ გამოსავალს მიაგნო. კარლო კალაძეს უხმო: - ჩემო კარლო, ლენინგრადში რომ ჩახვალთ, ჟურნალისტები დაგეხვევიან. ყველაზე პოეტური შესახედაობა შენ გაქვს და პირველად შენთან მოვლენ. პირველი შეკითხვა ასეთი იქნება: ვისი მეთაურობით ჩამოხვედითო? რა გენაღვლება, უთხარი, საშუალო პოეტი ალიო მირცხულავაა ხელმძღვანელი-თქო. სინამდვილეში შენ იყავი. [simple-author-box]