- ივნისი 08, 2026
გაზის სავარაუდო აფეთქება თბილისში- არიან დაშავებულები
- სექტემბერი 01, 2022
- , პოლიტიკა
თბილისში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი დიღომში ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან. მომხდარი შემთხვევის ამსახველი ფოტოები დიდი დიღმის ფეისბუკჯგუფში ვრცელდება.