შაბათი, ივლისი 18, 2026

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში – დაესწარი ვებინარს და აღმოაჩინე განათლების შესაძლებლობები


გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში – დაესწარი ვებინარს და აღმოაჩინე განათლების შესაძლებლობები

30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით. შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე. ვებინარის მონაწილეებს საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებენ. Fulbright-ის პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობების შესახებ; დეტალურად გაეცნობიან პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპს და მიიღებენ აპლიკაციის შესავსებად საჭირო მნიშვნელოვან რჩევებს. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამისთვის აპლიკაციების შევსება შესაძლებელია 2025 წლის 1 აგვისტომდე. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია