- ივნისი 08, 2026
გასროლა უნივერსიტეტთან – ერთმანეთს უცხოელი სტუდენტები და ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირდნენ
- ოქტომბერი 19, 2023
- , პოლიტიკა
გასროლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან - არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს უცხოელი სტუდენტები და ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირდნენ, რასაც გასროლა მოჰყვა. კონფლიქტის მიზეზი არასწორად გაჩერებული ავტომობილი გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. წყარო: რუსთავი2