შაბათი, ივლისი 18, 2026

გარემოსდაცვითი დანაშაული გურიაში


გარემოსდაცვითი დანაშაული გურიაში

ზოტის სატყეო უბანზე სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი ტრაქტორის უნებართვოდ შესვლისა და გადაადგილების ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. "გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზოტის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი ტრაქტორის უნებართვოდ შესვლისა და გადაადგილების 2 ფაქტი გამოავლინეს. ასევე დალუქულია მძიმე ტექნიკა, რომლითაც სამართალდამრღვევი 12,74 კუბური მეტრი მოცულობის ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეების გადაზიდვას ახორციელებდა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",_ ნათქვამია ინფორმაციაში. დეპარტამენტის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებები აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი დანაშაულის გამოვლენის მიმართულებით.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია