შაბათი, ივლისი 18, 2026

გარემოს ეროვნული სააგენტო თბურ ტალღასთან დაკავშირებით საზოგადეობას აფრთხილებს


გარემოს ეროვნული სააგენტო თბურ ტალღასთან დაკავშირებით საზოგადეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). "ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39, 41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33, 38◦C, მაღალმთაში 28, 33◦C მდე მოიმატებს. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს",_ აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია