კვირა, ივლისი 19, 2026

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს


გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ივნისს მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნიზით, 29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია