- ივნისი 08, 2026
გამჭვირვალობა საქართველომ ზვიად ქორიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
- იანვარი 15, 2025
- , პოლიტიკა
ცოტა ხნის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ზვიად ქორიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: "გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ოფიციალური წერილით მიმართა შერატონ ბათუმის გენერალურ მენეჯერს, იავუზ ქოჩს და სასტუმროდან ორგანიზაციის თანამშრმლის ზვიად ქორიძის წინააღმდეგ მომხდარი თავდასხმის ამსახველი სრული ვიდეო-მასალის გადმოცემა მოითხოვა. ვესაუბრეთ სასტუმროს წარმომადგენელებს და ველოდებით მათ რეაგირებას. იმედი გვაქვს, სასტუმრო შერატონ ბათუმი იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო სტანდარტების და სტუმრის ინტერესების დაცვით. - აღნიშნულია საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს გავრცელებულ განცხადებაში.