- ივნისი 08, 2026
გამორთულია ელექტროენერგია, გაუწმენდავია გზები _ დიდთოვლობა ოზურგეთში
- იანვარი 20, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. როგორც გურია ნიუსს ატყობინებენ, ამ წუთებში შუქი არ მიეწოდება ჭანიეთი-მაკვანეთი-ლიხაურის მოსახლეობას. მათივე ინფორმაციით, გაუწმენდავია გზები. მოსახლეობა პრობლემის სასწრაფოდ აღმოფხვრას ითხოვს. როგორც ენერგოპრო ჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრში განუცხადეს, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის მიწოდება 15 საათისთვის აღდგება.