- ივნისი 08, 2026
გაეროში უკრაინის მშვიდობის ფორმულას 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა
- თებერვალი 24, 2023
- , პოლიტიკა
გაეროს 140-ზე მეტი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის სამშვიდობო ფორმულას. რეზოლუცია სახელწოდებით "გაეროს წესდების პრინციპები, რომლებიც ხაზს უსვამს უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას" გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიიღეს 141 ხმით, 7 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 32 -მა თავი შეიკავა. გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგი იყო რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა, მალი, ნიკარაგუა, სირია. ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, კუბა, ირანი, ყაზახეთი, სომხეთი, სამხრეთ აფრიკა კი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც თავი შეიკავეს.