- ივნისი 08, 2026
გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პოსტზე რუსეთი შვეიცარიამ შეცვალა
- მაისი 02, 2023
- , პოლიტიკა
გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა ჰყავს. 1 მაისს, თავმჯდომარე ქვეყნის პოსტზე, როტაციის წესით, რუსეთი შვეიცარიამ შეცვალა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს 1 თვით უხელმძღვანელებს. გაეროში შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა პასკალ ბერისვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის პერიოდში შვეიცარია იმოქმედებს მისი, როგორც შუამავლის და დიალოგის ხელშემწყობის რეპუტაციიდან გამომდინარე.