შაბათი, ივლისი 18, 2026

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია


გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია

ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის ტარიფზე გადაწყვეტილება ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ და არსებული ტარიფები გავაგრძელეთ, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა არ იგეგმება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. იგივე განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც. მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება არ იგეგმება. წყარო: bm.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია