- ივნისი 08, 2026
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება
- აგვისტო 18, 2023
- , პოლიტიკა
19 აგვოსტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადორობის სეზონი იხსნება. "გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან იქონიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 7 დღის შემდეგ, დოკუმენტები აისახება დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზებში. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033. ნადირობისას, მონადირემ თან უნდა იქონიოს შსს-ის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. ნადირობის სეზონი 2023 წლის 19 აგვისტოდან იხსნება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს დაიწყება. ნადირობის სეზონზე დაშვებული იქნება ნადირობა შემდეგი სახეობის გადამფრენ ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო/გვიძინი, საყელოიანი გვრიტი, ღალღა, ჩიბუხელა/გარშნეპი. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულია ამ სახეობებზე ნადირობის ვადა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, კერძოდ: • ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ზემოაღნიშნულ ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონი დაიწყება აგვისტოს მეოთხე შაბათს - 26 აგვისტოს; • საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამავე სახეობების ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონის დაიწყება აგვისტოს მესამე შაბათს - 19 აგვისტოს. ფრინველთა პოპულაციების დაცვის მიზნით, ცვლილებები შევიდა სანადიროდ დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ჩამონათვალში, კერძოდ: ნადირობის ობიექტთა ნუსხიდან ამოღებულია წითელთავა ყვინთია (Aythya ferina), ხოლო ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) ნაცვლად ნადირობის ობიექტად განისაზღვრა საყელოიანი გვრიტი (Streptopelia decaocto). ნადირობა აკრძალულია: • საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე; ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე. • ყველა სხვა იარაღით, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით: სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა № /ლათინური დასახელება/ქართული დასახელება/ვადები/გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები 1 Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი. 2 Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი. 3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი. 4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი. 5 Spatula clypeata (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი. 6 Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი. 7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი. 8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი. 9 Mareca Penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი. 10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი. 11 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი. წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე № /ლათინური დასახელება/ქართული დასახელება/ვადები/გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები 1 Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი. 2 Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი. 3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 3 ცალი. 4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 5 ცალი. 5 Spatula clypeata (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 2 ცალი. 6 Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი. 7 Fulica atra მელოტა 10.09 – 31.12 5 ცალი. 8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი. 9 Mareca Penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 3 ცალი. 10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი. 11 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 3 ცალი. სხვა ფრინველები 1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 01.10 – 01.03 5 ცალი. სხვა ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა № /ლათინური დასახელება/ქართული დასახელება/ვადები/გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები 1 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი. 2 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი. 3 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი. 4 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი. 5 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი. 6 Streptopelia decaocto საყელოიანი გვრიტი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი. 7 Crex crex ღალღა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი. 8 Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი. სხვა ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე № /ლათინური დასახელება/ქართული დასახელება/ვადები/გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები 1 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი. 2 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი. 3 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი. 4 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი. 5 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი. 6 Streptopelia decaocto საყელოიანი გვრიტი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი. 7 Crex crex ღალღა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი. 8 Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი",_ ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, მათი თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. ნადირობის სეზონი 1 მარტს დაიხურება.