- ივნისი 08, 2026
ფქვილის და ელექტრო ენერგიის ფასების საპროტესტო აქციებზე 4 ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)
- მაისი 14, 2024
- , პოლიტიკა
ფქვილის და ელექტროენერგიის ფასების გაძვირების საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციის ოფიცერი. შემთხვევა პაკისტანის კონტროლირებად ქაშმირში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს საღამოს, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა დაამტკიცა 23 მილიარდი რუპიის (82 მილიონი დოლარი) სუბსიდირების პროგრამა, რამაც მკვეთრად შეამცირა ხორბლისა და ფქვილის ფასი. JAAC-ის თავმჯდომარემ შაუკატ ნავაზ მირმა თქვა, რომ ჯგუფი აპირებდა პროტესტის ზეიმად გადაქცევას მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ, მაგრამ ახლა გააპროტესტებს მკვლელობებს.