შაბათი, ივლისი 18, 2026

ფოთში, ერთ-ერთ კორსპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა _ ერთი ბინა სრულად დაიწვა, მეორე ნაწილობრივ


ფოთში, ერთ-ერთ კორსპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა _ ერთი ბინა სრულად დაიწვა, მეორე ნაწილობრივ

ხანძარი იყო ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. არსებული ინფორმაციით, ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილიბრივ. ადგილობრივების განცხადებით, იყო სხვა ბინებზეც ცეცხლის გავრცელების საშიშროება. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ,,ცეცხლი დაახლოებით, დილის 5 საათზე გაჩნდა, ოჯახის წევრებს ეძინათ, დროულად მოახერხეს გარეთ გამოსვლა. ცეცხლის ქრობის დროს ბინების უმრავლესობაში წყალი ჩავიდა. ჯერჯერობით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხანძარი,“_ განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია