შაბათი, ივლისი 18, 2026

 ფლანგვის დეტექტორი – კალაძეს და მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა


 ფლანგვის დეტექტორი – კალაძეს და მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, კახი კალაძეს და მამუკა მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2020-დან 2024 წლამდე კახი კალაძესა და მამუკა მდინარაძეს Facebook-ზე პოსტების დასპონსორებაში ჯამში $74 ათასი აქვთ გადახდილი. "მამუკა მდინარაძის პოსტი, რომელიც მოსახლეობას არწმუნებდა ე.წ. “რუსული კანონის” ევროპულობასა და გამჭვირვალობაზე, Facebook-მა დარეკლამებისას დაბლოკა. კახა კალაძემ 200 აშშ დოლარი გადაიხადა ვიდეო მიმართვის დასპონსორებისთვის, რომელიც არასახელისუფლებო მედიებს აკრიტიკებდა. Facebook-მა თბილისის მერსაც წაუშალა პოსტზე რეკლამა, რადგან სოციალური ქსელის სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა" - წერს "ფლანგვის დეტექტორი"



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია