- ივნისი 08, 2026
ფეიჰოას მურაბა
- სექტემბერი 11, 2017
- , პოლიტიკა
ბევრ დიასახლისს აინტერესებს და გვეკითხებიან, როგორ გააკეთონ ფეიჰოას მურაბა ისე, რომ ზედმეტი სიმჟავე არ ჰქონდეს. ავიღოთ 5 კგ. ფეიჰოა და დავფაროთ წყლით. წამოვადუღოთ 6-7 წუთის განმავლობაში. მერე გადავასხათ ეს ნახარში. ფეიჰოას დავაყაროთ ექვსი კილოგრამი შაქარი, დავასხათ ხუთი ლიტრი წყალი და დავდგათ 8 საათის განმავლობაში. შემდეგ დავდგათ ასადუღებლად, ყოველი 15 წუთის შემდეგ გადმოვდგათ. ასე გავიმეოროთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩავასხათ ქილებში და ცხლად მოვხუფოთ.