შაბათი, ივლისი 18, 2026

ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა


ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აქტივები გაყინა და ეს ორი სახელი ევროკავშირის სანქციების სიას დაამატა. ამის შესახებ euronews წერს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში დაფუძნებულ ბანკებს აეკრძალებათ მათთვის სახსრების ხელმისაწვდომობა, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ფინანსური სუბიექტების თანამშრომლობის ხარისხზე. გადაწყვეტილება დაადასტურა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა. ”რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ ის იზოლირებული იქნება საერთაშორისო საზოგადოებისგან”, - თქვა ბორელმა. ამ კვირის დასაწყისში ბლოკმა სანქციები დაუწესა დუმის 351 დეპუტატს და პუტინის ახლო წრის წევრს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია