შაბათი, ივლისი 18, 2026

ევროკავშირი 30 დღის განმავლობაში საზღვრებს ხურავს


ევროკავშირი 30 დღის განმავლობაში საზღვრებს ხურავს

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს 30 დღის განმავლობაში აკრძალონ ევროკავშირში უცხოელების შესვლა. ამის შესახებს cnbc-წერს. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამოაცხადა ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ. მოგვიანებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა, რომ ეს არის ზომა, რათა "ვირუსის გავრცელება გლობალურად შეიზღუდოს". "ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო ძალიან ძლიერი ზომები, რათა შემცირდეს მოძრაობა, შეამციროს მოგზაურობა,- დასძინა მან. თუმცა, ადამიანთა გადაადგილება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის შიგნით, შეზღუდვებით მაინც დაიშვება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია