შაბათი, ივლისი 18, 2026

ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს


ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს

თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას. ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია