შაბათი, ივლისი 18, 2026

ესპანეთის სასამართლომ კატალონიის რვა მინისტრის დაკავების განკარგულება გასცა


ესპანეთის სასამართლომ კატალონიის რვა მინისტრის დაკავების განკარგულება გასცა

BBC-ის ცნობით, კატალონიის დამოუკიდებლობის საქმეზე რვა ყოფილ მინისტრს დააკავებენ. გადაწყვეტილება ესპანეთის სასამართლომ გამოიტანა. მთავარმა პროკურორმა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუდჩემონისა და მასთან ერთად, კიდევ ოთხი კატალონიელი მინისტრის დაკავების ორდერიც მოითხოვა. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ ესპანეთის პრეზიდენტმა რეგიონს ავტონომია ჩამოართვა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია