შაბათი, ივლისი 18, 2026

“ეს აქცია იყო წარუმატებელი“ – თეა წულუკიანი


“ეს აქცია იყო წარუმატებელი“ – თეა წულუკიანი

ოზურგეთში, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა. “გურია ნიუსმა“ მას კომენტარი ჩამოართვა, რომელიც ეხებოდა თბილისში “სირცხვილიას“ ორგანიზატორობით ჩატარებულ აქციას. "აქციაზე ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის წევრების გადადგომა იყო. 3 ივლისის აქციით ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაფლავდა - მთავრობა ისევ მთავრობაა. შესაბამისად, მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა გავხსენი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი და ჩამოვედი ოზურგეთში. ეს აქცია იყო წარუმატებელი", - გვითხრა თეა წულუკიანმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია