შაბათი, ივლისი 18, 2026

ერთს მანქანა დააჯახა, მამა და ერთი შვილი დაჭრა და გაიქცა _ რა მოხდა ბათუმში


ერთს მანქანა დააჯახა, მამა და ერთი შვილი დაჭრა და გაიქცა _ რა მოხდა ბათუმში

ბათუმში, ასათიანის ჩიხში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ერთს – ავტომანქანით დაეჯახნენ. შემთხვევა დღეს, 22 აგვისტოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოსთან მსუბუქი ავტომანქანით მივიდა, მანქანით ერთ ხელოსანს დაეჯახა, ხოლო ორი ხელოსანი დაჭრა. დაჭრილები მამა და შვილები არიან. თვითმხილველის თქმით, კაცი, რომელიც ავტოსახელოსნოში მივიდა, რამდენჯერმე გაისროლა და მალევე ავტომანქანით მიიმალა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია