- ივნისი 08, 2026
ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა _ ავარია რიკოთზე
- თებერვალი 23, 2023
- , პოლიტიკა
როგორც "გურია ნიუსს" აცნობეს, ამ დროისთვის შეფერხებულია მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე _ მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა. ჩვენი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.