- ივნისი 08, 2026
ერთი კილოგრამი თხილი 2,40 ლარი გახდა: „კედელს ნახშირი…“
- აგვისტო 08, 2022
- , პოლიტიკა
დღეს, დილიდან, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილი 2,40 ლარი ღირს. ფასი 20 თეთრით გაიზარდა. როგორც თხილის მიმღებ პუნქტებში, ხალხს ეუბნებოდნენ, შესაძლოა, ფასის მატება, სწრაფადაც კი წავიდეს და 4 ლარი გახდეს ერთი კილოგრამი. _კედელს ნახშირი...რა იყო... კარგად ხართ? -ეხუმრებოდნენ თხილის მიმღებ ოპერატორებს ტომრებით მოსული გურულები. _ჩვენ სულ კარგად ვართ, „ზემოთ“ არიან, ალბათ, კარგ ხასიათზე... გააჩნია, სანამდე... _ იუმორს არ იშურებდნენ ოპერატორებიც. [simple-author-box]