- ივნისი 08, 2026
„ერთად აღვნიშნოთ კალანდა“- ლანჩხუთის მერია კალანდის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს მოსახლეობას
- იანვარი 13, 2025
- , პოლიტიკა
„ერთად აღვნიშნოთ კალანდა“- ლანჩხუთის მერია კალანდის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს მოსახლეობას. ამ მიზნით, 13 იანვარს, ღამის 11 საათზე, ქალაქის ცენტრში ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პარალელურად დაიწყება კონცერტი, რომელშიც ,,ქავერ შოუს“ გამარჯვებული ვიოლეტა მგალობლიშვილი და საბა ღურწკაია მონაწილეობენ. ლანჩხუთის მერიისვე გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დაგეგმილ კალანდის ღონისძიებასთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი 14 იანვრის 01:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს.