შაბათი, ივლისი 18, 2026

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა


ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9 ნოემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9613 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9586 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2687 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2808 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0121 ლარი შეადგინა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია