- ივნისი 08, 2026
ექვსი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას – ახალი კვლევა
- ნოემბერი 23, 2024
- , პოლიტიკა
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სიმსივნის კვლევის ამერიკულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა, ახალგაზრდებმა ცხოვრებისეულ 6 ფაქტორზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომელიც სიმსივნის ეპიდემიის განვითარებას უწყობს ხელს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას არაჯანსაღი დიეტა, სიმსუქნე, გარემოში არსებული ქიმიკატები, ანტიბიოტიკები, ალკოჰოლი და უმოძრაო ცხოვრების წესი უწყობს ხელს. მეცნიერები ახალგაზრდებს ურჩევენ მოერიდონ ანტიბიოტიკების ხშირ მოხმარებას, წითელი ხორცი ჭამონ არაუმეტეს 3 ჯერ კვირაში, გამოიყენონ კონტრაცეპტივები (პრეზერვატივი) და მოერიდონ სპირტიანი სასმელების ხშირ მოხმარებას. მკვლევრების ცნობით, სიმსივნის შემთხვევების 40%, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ 6 ფაქტორს უკავშირდება.