- ივნისი 08, 2026
ემიგრანტები აქციაზე
- დეკემბერი 13, 2024
- , პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საქართველოდან ოჯახების გამოსაკვებად უცხოეთში იძულებით წასული ემიგრანტები დგანან. ისინი საქართველოს ევროპული მომავლის შეჩერებას, ადამიანების უსამართლოდ დაპატიმრებას აპროტესტებენ. მათ ბანერებზე გამოსახული სტატისტიკა ასეთია: “ნიდერლანდები - 10 000!“; “საბერძნეთი- 70 000“... ისინი საპროტესტო აქციაზე უცხოეთში მყოფი იმ ჩვენი თანამემამულეების პოზიცის წარმოადგნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები უხეში დარღვევებით ჩაატარა და საქართველოს ევროპული მომავალი წაართვა.