შაბათი, ივლისი 18, 2026

ემანუელ მაკრონი, მარიო დრაგი და ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდნენ


ემანუელ მაკრონი, მარიო დრაგი და ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდნენ

მედიის ცნობით, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერები უკრაინაში, კიევში ჩავიდნენ. ემანუელ მაკრონის, მარიო დრაგისა და ოლაფ შოლცის ფოტო მატარებლიდან უკრაინის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ Telegram-ზე გაავრცელა. სამი ქვეყნის ლიდერი, კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებიან და მხარდაჭერას გამოხატავენ. ვიზიტი ხდება ერთი დღით ადრე, ვიდრე ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია