შაბათი, ივლისი 18, 2026

ელენე კიწმარიშვილი, გვანცა ხვედელიძე, მათე შენგელია და საბა ქავზინაძე _სახელმწიფოდან 100% -ანი დაფინანსებით ისწავლიან


ელენე კიწმარიშვილი, გვანცა ხვედელიძე, მათე შენგელია და საბა ქავზინაძე _სახელმწიფოდან 100% -ანი დაფინანსებით ისწავლიან

სამტრედიის მეორე, მეთერთმეტე საჯარო სკოლების და კერძო, ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულები, გვანცა ხვედელიძე და ელენე კიწმარიშვილი, მათე შენგელია, დღეიდან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პირველკურსელები არიან. ამ ახალგაზრდებმა სკოლები ოქროს მედალზე დაამთავრეს და უნივერსიტეტებში სახელმწიფო 100% -იანი გრანტით ჩაირიცხნენ. საბა ქავზინაძე კი დიდი ჯიხაიშის ნომერი პირველი საჯარო სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულია. საბა ასპროცენტიანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ელენე კიწმარიშვილი და მათე შენგელია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ, გვანცა ხვედელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამ ახალგაზრდებმა ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია