შაბათი, ივლისი 18, 2026

,,ეგ ზოგადად ნერვიული კაცია, კაცო”, ,,შიზოფრენიკია”, ,,ფუ ეგ პუტჩისტი, მაგის…!” – გიორგი კეკელიძე


,,ეგ ზოგადად ნერვიული კაცია, კაცო”, ,,შიზოფრენიკია”, ,,ფუ ეგ პუტჩისტი, მაგის…!” – გიორგი კეკელიძე

ზუსტად ნახევარი საათი გავა, მეტი არა, თქვენ გაიგებთ ნელ-ნელა შემოცურებულ ფრაზებს დათო ტურაშვილთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით ამ მიმდევრობით განვითარდება: ,,ეგ ზოგადად ნერვიული კაცია კაცო” – ,,ეგ ხომ იცი, წამლებზე იყო, ნაინფარქტალია, რა გიკვირთ ახლა, ჩვენ დაგვაბრალეთ” – ,,ტურაშვილზე რომ ყვირით, მაშინ რატომ არ იღებდით ხმას? არ შეიძლება! ეგ სულ მასე ყვირის” – ,,შიზოფრენიკია! (უკვე დაწერეს) – ,,კაი ახლა, გჯერათ მაგის? ამ დადგმულ სცენებს მე არ ვჭამ!” – ,,ცოტა დამაჯერებლად მაინც დაჭყანულიყო ეთერეში, ეტყობა თავისი ამბის გადაფარვა უნდოდა” – ,,რა ამბის? როგორ კაცო, აღარ გახსოვს, ზუგდიდში მიტინგის დახვრეტისკენ რომ მოუწოდებდა?” – ,,ფუ ეგ პუტჩისტი, მაგის…!” ეს იქნება დღის ბოლოს, განა რამე შეიცვლება. და ვინც ამბობს, არ წაიკითხოს და არ ინერვიულოსო, დათო სოფელ-სოფელ დადის, ხალხს ხვდება, იმ ხალხის ნაწილს კიდევ ამ პროპაგანდის სჯერა. არ არის ეგრე საქმე ძვირფასო კეთილისმსურველებო, სხვანაირადაა, _ წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია