- ივნისი 08, 2026
ძველ თბილისში ხანძარი გაჩნდა
- მარტი 09, 2025
- , პოლიტიკა
ძველ თბილისში, მიტოვებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე - მაშველები რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.