- ივნისი 08, 2026
ძლიერმა ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა-კახეთში ზარალს სწავლობენ
- ნოემბერი 07, 2024
- , პოლიტიკა
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. 5 ნოემბერს, ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა, ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და როგორც კერძო საცხოვრებელი სახლების, ასევე, სხვადასხვა შენობა - ნაგებობის სახურავები. მუნიციპალიტეტების მუდმივმოქმედი კომისიების მიერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. როგორც ცნობილია, ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძლიერმა ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.