- ივნისი 08, 2026
ძლიერი წვიმა კიევის რეგიონში – მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება
- ნოემბერი 12, 2023
- , პოლიტიკა
ძლიერი წვიმის შედეგად კიევის რეგიონში 8 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას ukrinform ავრცელებს. „დღეს წვიმა არ წყდება კიევის რეგიონში, ქარის სიძლიერე 20 მ/წმ-მდე. არასასურველი ამინდის გამო რვა ელექტროგადამცემი ხაზი გათიშულია ბუჩას, ბორისპილის, ვიშჰოროდის, ბროვარისა და ბილა წერკვას რაიონებში. 8 000 ოჯახი გამორთულია“, - ნათქვამია ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანიის განცხადებაში.