- ივნისი 08, 2026
ძლიერი წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარი _ გარემოს ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს
- ივნისი 20, 2020
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 22 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.